ამერიკისმცოდნეობა

ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა

   

მოკლე აღწერა: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან (1995წ) ემსახურება საქართველ ოს და თურქეთს შორის განათლების, კულტურული, სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ამერიკისმცოდნეო ბის ერთადერთი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, გახსნილი პირველად საქართველოში 2002 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, დამყარებული გლობალიზაციის და ინტერნაციონალიზმის პრინციპებზე, ჩაერთო ორი ქვეყნის ურთიერთობებში და შექმნა ურთიერთობების სამკუთხედი, რაზეც ხშირად საუბრობენ საქართველოში აკრედიტებული ამერიკის ელჩები ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე. ეს მულტიდისციპლინარული და ამავდროულად ინტერდისციპლინარული პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს უკეთ შეისწავლონ ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები, დაწყებული ამერიკის ისტორიით, გეოგრაფიით, მულტიკულტურალიზმით, ლიტერატურით, ამერიკელ ქალთა საკითხების კვლევით, ამერიკული მედიით, ჰოლივუდით და სხვა,  დამთავრებული ამერიკის ეკონომიკით, ბიზნესით და საგარეო პოლიტიკით. გარდა ამისა ჩვენს პროგრამაში შედის კომპიუტერული სწავლება, 

მეორე უცხო ენა: ესპანური, რუსული, თურქული, გერმანული, ფრანგული, ქართული (უცხოელი სტუდენტებისთვის). ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს შანსს მისცემს მიიღონ უმაღლესი კლასის დასავლური ტიპის მულტიდისციპლინარული და ინტერდისციპლინარული განათლება ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ საქართველოს მოთხოვნების გათვალისწინებით, რასაც განახორციელებს როგორც მაღალკვალიფიციური ქართველი პროფესორების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ყოველწლიურად ამერიკიდან მოწვეული ფულბრაიტის პროფესორების მეშვეობით.  წარმოდგენილი პროგრამის ამოცანაა სწავლებისა და სწავლის პროცესის ისეთი ორგანიზება, რომელიც გაითვალისწინებს და დაეყრდნობა შრომის ბაზრის მოთხოვნებს, სტუდენტების მისწრაფებებს და სურვილებს და ორიენტირებული იქნება ძირითადი – M(Major) პროგრამის და დამატებითი - M(Minor) პროგრამების შესაბამის შედეგებზე. დღეს საშინაო და საგარეო საკითხები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. საზოგადოება ჩვენგან მოითხოვს უფრო მეტად ვიყოთ ინფორმირებული და ჩართული საერთაშორისო ურთიერთობებში. ამერიკისმცოდნეობის პროგრამა დგას ამ გამოწვევების წინაშე, ისახავს რა მიზნად ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეასწავლოს ამერიკული საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები, როგორც ისტორიულ ასევე თანამედროვე რაკურსში.

პროგრამის ძლიერი მხარეები:

მულტიდისციპლინარული და ინტერდისციპლინარული მეთოდოლოგიით, ამ სფეროს უნიკალური სპეციფიკით და ინტერაქტიული მეთოდების მეშვეობით, პროგრამა ჩამოუყალიბებს სტუდენტებს ანალიტიკური აზროვნების ჩვევებს სხვადასხვა კონცეპტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მთელ მსოფლიოს და რა თქმა უნდა საქართველოს აინტერესებს ზესახელმწიფოსთან მიმართებაში. როგორც ინტერდისციპლინარული პროგრამა, ემსახურება რა ამერიკის კულტურის და საზოგადოების ღრმად შეცნობას, ის ამავდროულად მიეხმარება სხვადასხვა მკვლევარს ამერიკის შესახებ ურთიერთშორის აზრთა გაცვლაში და ამერიკული ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შედარებაში მსოფლიო საზოგადოებასა და კულტურასთან. პროგრამა მოელის ამერიკისმცოდნეობის ქართველი და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი სტუდენტებისგან შეძლონ ამერიკისა და საკუთარი კულტურის სხვადასხვა ასპექტების შედარება ისეთი ინტერდისციპლინარული კურსების მეშვეობით, როგორიცაა: ამერიკის მულტიკულტურული სწავლება, ამერიკის კულტურა და საზოგადოება, ქალთა საკითხების კვლევა ამერიკაში, პოპულარული კულტურა. 
ჩვენ გვჯერა რომ ყველა ზემოთ აღნიშნული სტუდენტებს საშუალებას მისცემს ჩამოყალიბდნენ განათლებულ ამერიკის ექსპერტებად, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტებად, თარჯიმნებად. პროგრამა მიზნად ისახავს განავითაროს სტუდენტის შესაძლებლობები იფიქროს, წეროს და ისაუბროს ეფექტურად და კრეატიულად; განუვითაროს სოციალურ, ეთიკურ და მორალურ ფასეულობათა პატივისცემა, რომლებზეც არის დაფუძნებული საზოგადოების ურთიერთობა ინდივიდებთან და პირიქით, განუვითაროს სტუდენტს როგორც ანალიტიკური აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების და კომუნიკაციის უნარები, ასევე საკუთარი თავის ნდობა, პასუხისმგებლობა და თვითგანათლების უნარი; შეუქმნას სტუდენტს ყველა პირობა აკადემიური და კარიერული წინსვლისათვის ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: საელჩოები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისები, სახელმწიფო ადმინისტრაციული აპარატი, კულტურის დეპარტამენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბანკები; ასევე აირჩიონ ინგლისური ენის სპეციალისტის და მთარგმნელ-რეფერენტის პოზიციები. გარდა ამისა, ბაკალავრის ხარისხის პროგრამა წარმოადგენს სოლიდურ საფუძველს შემდგომი სამეცნიერო-სასწავლო მოღვაწეობისთვის მაგისტრატურის და დოქტორანტურის პროგრამებში. პროგრამის ამოცანაა მოამზადოს ისეთი სპეციალისტი, რომელსაც ექნება პროფესიული კარიერისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები; მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქვეყნის ძლიერების და განვითარების საფუძვლის შექმნას. 
 
გაცვლითი პროგრამები:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მრავალ უნივერსიტეტში.
 
მეორადი სპეციალობა:
ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ორ დამატებით სპეციალობას - 1) საზოგადოებრივი ურთიერთობები და ამერიკის პოპკულტურა; 2) თარგმანმცოდნეობა. თითოეულ დამატებითი სპეციალობის სასწავლო კურსები იწყება მეორე აკადემიური წლიდად და დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სტუდენტმა უნდა აითვისოს 60 კრედიტი (ECTS).